შექსპირის პიესის ახალ ეკრანიზაციაში მეფე ლირის როლს ალ პაჩინო შეასრულებს
შექსპირის ტრაგედიის ახალ ეკრანიზაციაში მეფე ლირის როლს ლეგენდარული ალ პაჩინო შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლირის უფროსი ქალიშვილის როლი ჯესიკა ჩესტეინს შეხვდა. ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ბერნარდ როუზი გადაიღებს. გადაღებების დაწყება ზაფხულში იგეგმება.
ალ პაჩინო შექსპირის პერსონაჟს პირველად არ განასახიერებს. 2004 წელს მან „ვენეციელ ვაჭარში“ შეილოკის როლი ითამაშა, 1970-იან წლებში კი თეატრში რიჩარდ მესამე განასახიერა.