თეგებით ძიება

"ამ ნაგავმა ყველაფერი მოსპო იმ ღამეს... ის არ არის რიგითი თანამშრომელი" - რას ამბობს ანა იანუშაიტიტეს დედა ექსპერტზე, რომელსაც ბრალი დაუმძიმდა

12 წლის ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბი­სას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­სპერ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი შეც­ვა­ლა(და­უმ­ძი­მა).

ექ­სპერტს ბრა­ლი ედე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა­ში, რაც, სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ობი­ექ­ტის და­უც­ვე­ლო­ბა­ში და, შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ექ­სპერტს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრა­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი), რაც, სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპერ­ტი მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლით - ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით - გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

ოჯა­ხი­სა და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტე­ბის არა­ერ­თი მი­მარ­თვის შემ­დეგ, 2024 წლის 9 იან­ვარს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­ა­ზუს­ტა და 370-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა, რაც გუ­ლის­ხმობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას, რაც ექ­სპერ­ტის მიერ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ობი­ექ­ტის და­უც­ვე­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით, მხო­ლოდ ოთხ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს დე­დის, ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­ბა­რია ექ­სპერტ და­ვით გრი­გო­ლი­ა­ზე, რო­მელ­საც 15 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო შტა­ჟი აქვს და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან შეც­დო­მა არა გა­უ­აზ­რებ­ლად, არა­მედ შეგ­ნე­ბუ­ლად და­უშ­ვა.

"და­ვით გრი­გო­ლი­ამ და­ა­ზი­ა­ნა ანაწ­მენ­დე­ბი, რო­მე­ლიც მან არას­წო­რად აიღო და შე­ფუ­თა. მას შე­ეძ­ლო და­ე­წე­რა, რომ ეს ანაწ­მენ­დე­ბი იყო მხო­ლოდ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის. არ და­ა­წე­რა. ასე­ვე არ აიღო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნი­დან ანაწ­მენ­დე­ბი. თმა, რო­მე­ლიც ბავ­შვს ფრჩხილ­ში ჰქონ­და, ვერ შე­ნიშ­ნა.

ეს იყო იმ ღა­მეს მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი, რაც ხელ­ში გვქო­ნო­და. ის არ არის რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. და­სას­ჯე­ლი ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს. ამ ნა­გავ­მა ყვე­ლა­ფე­რი მოს­პო იმ ღა­მეს. ამ­ბობს, სას­წა­ულ დღე­ში ჰქონ­და ყელი და ჩავ­თვა­ლე, რომ არ უნდა ამე­ღო ნი­მუ­შე­ბიო. რა­ნა­ი­რად? 15 წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს, 15 წლის მან­ძილ­ზე რომ ეს არ იცის, ეს არ­ცოდ­ნაა? ეს შეგ­ნე­ბუ­ლად არის გა­კე­თე­ბუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­და "ტვ პირ­ველს" ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში, 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა