თეგებით ძიება
03. 03. 2024 მსოფლიო

თოვლისა და ძლიერი ქარის გამო კალიფორნიისა და ნევადის შტატებში კურორტების ნაწილი დაიკეტა, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კალიფორნიისა და ნევადის შტატებში ძლიერმა ქარბუქმა პრობლემები შექმნა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, დაიკეტა ზამთრის კურორტების ნაწილი, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ნევადის მაღალმთიან რაიონებში, სადაც ძლიერმა ქარის გამო მოქალაქეებს ურჩიეს, სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

სტიქიის გამო ნევადაში – 33 ათასს, ხოლო კალიფორნიაში 24 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა