თეგებით ძიება

„მოსამართლის შემოსვლის დროს ფეხზე ადგა...პირჯვარი გადაიწერა და უსულოდ დაეცა“ - რას წერენ სასამართლოს დარბაზში გარდაცვლილი ადვოკატის შესახებ?

ჟურნალისტი და ადვოკატი ელზა ჯმუხაძე კოლეგის შესახებ, რომელიც სასამართლოს დარბაზში, მოულოდნელად გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტაუსს აქვეყნებს:

ადვოკატთა მრავალრიცხოვან არმიაში თავისი სილამაზით, სიკეთით, პროფესიონალიზმით და ადამიანობით გამორჩეული , ყველასთვის ძირფასი 

ია რეხვიაშვილი...

პროცესზე შესვლამდე თქვა, შეუძლოდ ვარო, დარბაზში მოსამართლის შემოსვლის დროს ფეხზე ადგა...პირჯვარი გადაიწერა და ღონეწართნეული , უსულოდ დაეცა...

დღეს 4 საათიდან მეტეხის ტაძარში იქნება დასვენებული

ხვალიდან რაჭა დაიტირებს და 5 მარტს მიიბარებს მშობლიური მიწა

რაღაცნაირად , სხვანაირად რომანტიული იყო და ასევე რომანტიულად, ლამაზად საოცრად, უწვალებლად და უცბად წაიყვანა უფალმა

ნათელში იყავი, ია.... - წერს ელზა ჯმუხაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა