ოდესაში ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს - ოდესაში გლოვის დღეა
ოდესაში, შენობის ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს - რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში ამბობენ, რომ რომ ნაპოვნი ბავშვი 8 თვის იყო. ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა კი განაცხადა, რომ ის დედის ცხედრის გვერდით იპოვეს.
"ქალის ცხედრის გვერდით კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს," - წერს კიპერი Telegram-ში.
შეგახსენებთ, რომ ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.