თეგებით ძიება
03. 03. 2024 მსოფლიო

მარიანა ბახმეიერი - დედა, რომელმაც შვილის მკვლელი სასამართლო დარბაზში მოკლა

მარიანა ბახმეიერი - ამ ქალის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, მაგრამ მისი ცხოვრება და ერთი კონკრეტული ქმედება სასაუბროდ მაინც ღირს. ამ გერმანელ ქალს „შურისმაძიებელი დედა“ შეარქვეს მას შემდეგ, რაც საკუთარი 7 წლის შვ

ბახმეიერი 1950 წლის 3 ივნისს, დასავლეთ გერმანიაში დაიბადა. მამამისი ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი საბრძოლო ფილიალის წევრი იყო. ალკოჰოლზე დამოკიდებული ოჯახის წევრების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, რის გამოც მარიანას მშობლები მალე განქორწინდნენ. დედა მეორედ გათხოვდა და 16 წლის მარიანა უთანხმოების გამო სახლიდან გააგდო.

1972 წელს, ბარის მენეჯერ კრისტიან ბერთოლდთან ქალიშვილი ანა შეეძინა. კრისტიანმა თავი დააღწია ვალდებულებას და ბახმეიერს ანას მარტო აღზრდა მოუწია. 1980 წლის 5 მაისს, როდესაც ანა შვიდი წლის იყო, იგი 35 წლის ყასაბმა, კლაუს გრაბოვსკიმ გაიტაცა, მასზე იძალადა, შემდეგ კი მოკლა.

მისი თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა. ის პოლიციამ საცოლის დახმარებით დაიჭირა და სასამართლო პროცესიც დაიწყო. ბახმეიერი სასამართლოზე მესამე დღეს გამოცხადდა. მან კლაუსს შვიდჯერ ესროლა, საიდანაც ექვსი ტყვია სხეულს მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მარიანა პოლიციას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდა. ამბავს გერმანული მედია აშუქებდა. საზოგადოების ძირითადი სიმპათია კი ძირითადად მარიანას მხარეზე იყო.

იგი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მარიანა ბახმეიერი 1996 წელს, 46 წლის ასაკში, პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა

წყარო: marao.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა