"უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო" - ზელენსკი
"დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ჩვილი 4 თვის ტიმოფეი და ბიჭი მარკი, მას 3 წელიც არ შეუსრულდა. 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი სამი წლის გოგოც. ეს ტერორია, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის განადგურება, მხოლოდ ადამიანების დაშინება აქვს მიზნად. მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, "შაჰიდისგან" დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. უკრაინისთვის იარაღისა და ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაჭიანურება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს იწვევს. უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. ხოლო როდესაც სიცოცხლეები იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ შიდა პოლიტიკური თამაშები ან კამათები აქვთ, რომლებიც ჩვენს თავდაცვას ზღუდავენ, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელია ამაზე დათანხმება და შეუძლებელი იქნება დავიწყება".
- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.