ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია
როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ელჩის გაწვევის მიზეზია ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში.
„გაერო-ში ჩვენს ელჩს, გილად ერდანს მოვუწოდე, დაბრუნდეს ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის, ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
აღნიშნულს გამოეხმაურა ანტონიუ გუტერეშის ოფისი და განაცხადეს, რომ გენერალურ მდივანს არასდროს უბრძანებია, ანგარიში გასაიდუმლოებულიყო.