თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ერთობაშია - თენგიზ შარმანაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა, რაღაც შეკრებებიც კი დააანონსა ოპოზიციასთან ერთად, - პრეზიდენტის ვეტოზე „ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკაში ისაუბრა.

„ის სრულად არის გაერთიანებული ამ ოპოზიციურ ერთობაში. თუნდაც არაფორმალურად მაგრამ უკვე არაფორმალურიც არ არის, იმდენად ნათელია, რომ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ისიც ოპოზიციის რიტორიკის იმ გზად ადგას, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ცესკოს დროებით დანიშნულმა პირებმა უხელმძღვანელონ. ეს ოპოზიციასთან ერთად ერთიანი სულისკვეთებით კეთდება, ამის შეუიარაღებელი თვალით დანახვაც მარტივია. ეს ვეტო არ არის პოლიტიკური ვაჭრობა, რადიკალური ოპოზიციის ამ რადიკალურ გეგმას, რადიკალი ლიბერალებისგან, რომლებისგანაც მოდის ეს შეკვეთა, ამ ერთობის წევრია სრულად“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა