თეგებით ძიება

სათამაშო ბიზნესის ობიექტის უნებართვოდ მოწყობისთვის ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარაში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, სავალდებულო ნებართვის ქონის გარეშე, ინტერნეტით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული თამაშის მიმდინარეობის პროცესი.

"დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი.

გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული." - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა