ჯარიმა 1000 ლარი იქნება - სანქცია, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა
პარლამენტმა 2023 წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. ცვლილების თანახმად, ახალი წესები დღეიდან, 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული საქმიანობის უნებართვო განხორციელება დასჯადი ხდება. კერძოდ:
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით გამოვლენაზე ჯარიმა - 2 000 ლარი იქნება;
ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.