ციდან ჩამოყრილმა ჰუმანიტრულმა დახმარებამ ხუთი პალესტინელი იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი
ხუთი ადამიანი დაიღუპა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ჩამოყრის დროს
ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა ღაზას სექტორში, როდესაც მათზე ჰუმანიტარული დახმარების ყუთები დაეცა. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Hadath პალესტინის ანკლავის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, ტვირთი ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკთან მაშინ დაეცა, როცა იქ ადგილობრივი მოსახლეობის ბრბო დახმარებას ელოდა. წინასწარი მონაცემებით, ყველაფერი ხალხს დაეცა. შედეგად, ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოში. სულ მცირე ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ზოგიერთი მათგანი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.