თეგებით ძიება
09. 03. 2024 მსოფლიო

ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს-კამალა ჰარისი

მნიშვნელოვანია ისრაელის მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვაოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„იმ საშინელების შესახებ, რაც მოხდა, უამრავი გრძნობა არსებობს. 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი დახოცეს, ახალგაზრდები, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, ქალებზე საშინლად იძალადეს, გაუპატიურება ომის იარაღად გამოიყენეს და შემდეგ ხედავთ რა ხდება ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის თვალსაზრისით, ის საშინელი სურათები, რომელსაც ვხედავთ - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისრაელის მთავრობა ისრაელის მოსახლეობისგან განვასხვაოთ, ან არ გავაიგივოთ.

ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა