თეგებით ძიება
10. 03. 2024 მსოფლიო

იცით, რატომ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე? იმიტომ, რომ მან იცის, რომ იდიოტი გვყავს პრეზიდენტად - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის. ამის შესახებ ტრამპმა ჯორჯიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.

როგორც ტრამპი აცხადებს, ბაიდენი არაკომპეტენტურია. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი გამუდმებით საუბრობს ბირთვულ იარაღზე და ამის მიზეზად ტრამპი ბაიდენს ასახელებს.

„ორი ღამის წინ ჩვენ ყველამ მოვისმინეთ თაღლითი ჯოს გაბრაზებული, ბნელი, სიძულვილით სავსე გამოსვლა კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვისას. ის არის საფრთხე დემოკრატიისთვის. ჯო ბაიდენის გამოსვლა საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი, რადიკალური და ექსტრემალური იყო, რაც ოდესმე ყოფილა პრეზიდენტის მიერ. იცით, რატომ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე? იმიტომ, რომ მან იცის, რომ იდიოტი გვყავს პრეზიდენტად. მან იცის, რომ ეს ყველაფერი გაუვა, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვყავს რადიკალი მემარცხენე გიჟები ქვეყანაში. ეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა“, – ამბობს ტრამპი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა