რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მელაძისა და დიტო კორინტელის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
„საკითხი მწვავედ დააყენა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატებში.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ მოქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.