თეგებით ძიება

სცემეს თუ არა წულუკიანის ქმარს ? - ფინანსური გარჩევა ბიზნესმენთან

ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი თეა წულუკიანის ქმარი ნუგზარ კაკულიაა.  ოცნების უცვლელი მინისტრის თეა წულუკიანის ქმარს "მთავარი არხის" წყაროს ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეტიც, კაკულია იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ ის საავადმყოფოში მოხვდა და ფიზიკური დაზიანებებიც ეტყობოდა. 

წყაროს ცნობით, დაპირისპირება თეა წულუკიანის ქმრის ფინანსურ გარჩევას უკავშირდებოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამ დაპირისპირების მეორე მხარე და მონაწილე ბიზნესმენი გიორგი ბუბუტეიშვილია. ქმრის ცემის შესახებ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ვკითხეთ, თუმცა მან ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა