თეგებით ძიება

შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ მექსიკის საზღვარზე არ უწევდეს შენს მოქალაქეს დგომა? - ხვიჩია მთავრობას

„გვესმის ასეთი ტიპის ულტიმატუმები - თითქოს ამერიკის ხელისუფლებას აბრალებდე იმას, რომ მექსიკასთან რომ ვიღაც დგას ამერიკის ხელისუფლების ბრალია, შეიძლება ამერიკის ხელისუფლების ბრალიც არის, მაგრამ შენ რა გააკეთე, რომ შენს მოქალაქეს ეს არ მოწეოდა,“ - ამ განცხადებას „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია „რეაქციაში“ აკეთებს.

ხვიჩია სთხოვს ხელისუფლებას, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, რა გააკეთა აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს, რომ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ჰქონოდა და აშშ-ის დაშანტაჟება არ დაეწყოთ.

ერთადერთი საფრთხის მომგვარებლები არიან სინამდვილეში - რომ ნაცები არ მოუშვან თანამდებობაზე, მარტო ამ საფრთხის მოგვარება შეუძლია „ქართულ ოცნებას“.

ცხადია, როცა ადამიანები უპერსპექტივობას ხედავენ, მიდიან მექსიკაში კი არა ყველგან წახვალ, ოღონდ უიმედობას თავი დააღწიო. 

მინიმუმ, შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ მექსიკის საზღვარზე არ უწევდეს შენს მოქალაქეს დგომა? - ანუ შენ ხომ ამდენი წელი გქონდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩხუბისა, ლანძღვა-გინებისა, კრიტიკისა და იმისა, რომ ქალი ქალად არ მოიხსენიოთ, კაცი კაცად, ამ სისულელეების ნაცვლად, ხომ შეიძლება მართლა სისტემურად გემუშავა ამდენი ხნის განმავლობაში და საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონოდა საჭიროება, რომ მექსიკის საზღვართან დამდგარიყო და ამაზე მიგემართა დიპლომატიური მცდელობები და ახლა რომ აშანტაჟებ, რომ მომეცით, მანამდე რას აკეთებდი,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა