თეგებით ძიება

მივმართავთ ოცნებას, გადადოს ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა - ენმ-ის და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი განცხადება

 “პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ  აუცილებელია ხვალინდელი  საკომიტეტო მოსმენის გადადება” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი 

“მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ  აუცილებელია ხვალინდელი  საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.   

  ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან,  მითუმეტეს როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრ აქცია.  

 თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ - ნათქვამია განცხადებაში


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა