თეგებით ძიება

საქართველოს 2300-ზე მეტ სკოლაში 650,000 მოსწავლე სწავლობს

 საქართველოში 650,000 მოსწავლე სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2300-ზე მეტი სკოლიდან 9% კერძოა. სკოლის მოსწავლეები მოსახლეობის დაახლოებით 17%-ს შეადგენენ. მოსწავლეთა 35% თბილისზე მოდის. მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგალითად 2022 წელს 625,000 მოსწავლე ირიცხებოდა სკოლებში. ზოგადი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: დაწყებითი-1-6 კლასები, საბაზო: 7-9 კლასი და საშუალო 9-12 კლასები.

 ცნობისთვის, საქართველოში 60,000-ზე მეტი მასწავლებელი ასწავლის. მათი ტიპური სამუშაო დატვირთვა კვირაში 18 საგაკვეთილო საათია, ანაზღაურება კი 1000-1200 ლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია სტატუსზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა