თეგებით ძიება
22. 03. 2024 მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას

აშშ-ს, რომელმაც არაერთხელ დაადო ვეტო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების რეზოლუციებს, 22 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოში შეაქვს „დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ რეზოლუციის პროექტი. ამავე დროს რუსეთს სურს, რომ მსოფლიომ უფრო ცხადი მოთხოვნები წამოაყენოს.

კენჭისყრა 22 მარტს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მერე, რომლის მიზნად ისრაელმა ჰამასის განადგურება გამოაცხადა, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოზე არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა საერთაშორისო ორგანოს არ მისცემოდა პალესტინელთა ტერიტორიაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდების შესაძლებლობა.

სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული) მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა