ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, კულტურის მინისტრსა და ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო.
ორგანიზაციის ცნობით, მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა
"19 მარტს, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალბატონი დინარას გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან და მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა.
ქალბატონი დინარა ვაჩნაძის ინტერესებს იცავდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი", - წერს პროფკავშირები.