2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება - მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზები
ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
მათი მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი რუკების გადაწერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება.
„საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიოს მიწის მასის 38-დან 50%-მდე დღევანდელისაგან განსხვავებულ კლიმატურ ზონაში იქნება“, წერს მკვლევართა ჯგუფი უფროსი პოლ დიერმეიერი.
ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
მათი მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი რუკების გადაწერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება.
„საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიოს მიწის მასის 38-50%-მდე დღევანდელისაგან განსხვავებულ კლიმატურ ზონაში იქნება“, - წერს მკვლევართა ჯგუფის უფროსი პოლ დიერმეიერი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ კაცობრიობა უახლოეს მომავალში არ შეამცირებს ატმოსფეროში გამონაბოლქვს, ეს ტემპი დაჩქარდება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ტროპიკული კლიმატი გავრცელდება დედამიწის მიწის მასის 23%-დან 25%-მდე. დედამიწის ზედაპირის დიდი ნაწილი მშრალი გახდება.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს საკვების წარმოების სისტემას და კოღოებით გადამდები დაავადებების ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას.
ყველაზე მეტად კლიმატური ცვლილებები მოსალოდნელია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზონებში. 2100 წლისთვის ევროპის 89%-მდე და ჩრდილოეთ ამერიკის დაახლოებით 66%-ს შეუძლია სხვა კლიმატურ ზონაში გადავიდეს.
ყველაზე დრამატული ცვლილებები მოხდება პოლარულ ზონაში, რომელიც 1901-1930 წლებში ჩვენი პლანეტის მიწის ფართობის დაახლოებით 8%-ს მოიცავდა. დღეისათვის ის უკვე 6,5%-მდე შემცირდა.