ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის გადასაცემად 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.
გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
„შესაბამისად, დახმარების ორივე ღონისძიების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ევროზე მეტია“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.