თეგებით ძიება

"ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან" - ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმიანება:

რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც  საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის   მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ. 

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის  ინტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან. 

არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა