თეგებით ძიება
04. 04. 2024 მსოფლიო

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის - რადოსლავ სიკორსკი

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მისიის შექმნის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში შედის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ომში, თუმცა ჩვენ ახლა შევძლებთ, უკეთესად გამოვიყენოთ ნატო-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მისია მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა