თეგებით ძიება
06. 04. 2024 მსოფლიო

უკრაინის ვიცე-პრემიერი - აშშ და გერმანია მხარს არ უჭერენ უკრაინის ნატო-ში მიწვევას

აშშ და გერმანია მხარს არ უჭერენ უკრაინის ნატო-ში მიწვევას, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ში მიწვევის საკითხი დღის წესრიგში არსებობს და “დღის წესრიგში იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭიროა, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული”.

“მოწვევის ფორმატი თავად უკრაინამ წარადგინა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების იურიდიული გარანტია. ის არის დღის წესრიგში. სრულიად ყველა მოკავშირე უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას გარდა ორისა. ვინაიდან ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, აშშ და გერმანია სხვა სკეპტიკურ მოკავშირეებზე ცდილობენ ყურადღების გამახვილებას, ისეთებზე როგორებიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი. მაგრამ საკვანძო სწორედ ამ ორი ქვეყნის პოზიციაა [აშშ-ისა და გერმანიის],” - განაცხადა სტეფანიშინამ.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი ნატო-ში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით სკეფსისს გამოხატავენ იმის გამო, რომ ეს უკვე არა მხოლოდ საუბარი, არამედ რეალური გადაწყვეტილებაცაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა