მიტოვებულ ეკლესიაში იპოვეს 22 წლის გოგონას ცხედარი - სად მოხდა შემთხვევა?
იტალიის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ იტალიაში, აოსტაში, მიტოვებულ ეკლესიაში 22 წლის ახალგაზრდა ფრანგი ქალის სისხლიანი ცხედარი იპოვეს.
სამართალდამცველთა თქმით, ქალი მოჩვენებებს ეძებდა.
იტალიაში გამგზავრებამდე ის ლიონის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. წასვლამდე ოჯახის წევრებს თავისი გეგმების შესახებ განუცხადა.
პოლიცია თვლის, რომ მსხვერპლი იტალიის მიტოვებულ ეკლესიაში, სავარაუდოდ, "ტიკტოკზე" გავრცელებული ერთ-ერთი ტრიუკის ჩატარებას აპირებდა. მათი ინფორმაციით, ეს ტრაგედია "მოჩვენებებზე ნადირობის შეჯიბრს" უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც ტიკტოკის პლატფორმაზე მიმდინარეობს და განსაკუთრებული პოპულარობით საფრანგეთში სარგებლობს,
სხვა სავარაუდო თეორიებს შორის გამოითქვა "დაგეგმილი მკვლელობის" შესაძლებლობაც, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გარკვეული.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც გარდაცვლილ ქალთან ერთად შემთხვევამდე ნახეს. ისინი კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საქმეს იძიებენ, რომელიც, შესაძლოა გოგონას გარდაცვალების შემთხვევას უკავშირდებოდეს.
პოლიციის თქმით, ადგილობრივებმა გოგონა და მისი მეგობარი მამაკაცი ადგილზე ვამპირებივით ჩაცმულები ნახეს.
სამედიცინო ექსპერტ რობერტო ტესტის თქმით, 22 წლის ქალი, კემპინგის დანით დაჭრეს. მსხვერპლს ყელსა და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღითაც ჰქონდა სამი ჭრილობა მიყენებული.
22 წლის ქალის ცხედარი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა, რომლის თქმითაც, მას თან არც ტელეფონი და არც რაიმე სახის დოკუმენტი ჰქონია.
წყარო: cnn