მეგაშოუ „ვინ ვინ არის“ წამყვანი რუსკა მაყაშვილი იქნება
„ვინ ვინ არის“ წამყვანი რუსკა მაყაშვილი იქნება. ამის შესახებ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში გახდა ცნობილი.
„სამი დღეა რეპეტიციებს გავდივარ. ძალიან მიხარია. ვის არ უნდა, რომ ასეთი მაღალი დონის შოუ CV-ში ჩაეწეროს“, - განაცხადა რუსკა მაყაშვილმა.
ყველაზე გრანდიოზული შოუს, „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი იწყება. მაყურებელს გადაცემის ნახვა ორშაბათს, 22:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეეძლება.