თავდასხმა სინაგოგებზე, ეკლესიებსა და პოლიციის განყოფილებებზე - შვეიცარიაში ტერაქტში ეჭვმიტანილი მოზარდები დააკავეს
შვეიცარიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი მოზარდები დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შაფჰაუზენის კანტონში დაკავებული ახალგაზრდები ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები.
შვეიცარიის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულ პირებს კონტაქტი ჰქონდათ მანამდე გერმანიაში დაკავებულ მოზარდებთან, რომლებიც ისლამისტური მოტივებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
როგორც გერმანელი სამართალდამცავები ამბობენ, 15 და 16 წლის მოზარდები ამზადებდნენ განზრახ მკვლელობებს და სერიოზულ ძალადობრივ აქტს, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოებას შეუქმნიდა საფრთხეს. ვრცელდება ცნობები, რომ ახალგაზრდები საკუთარ გეგმაზე სოციალურ ქსელში საუბრობდნენ. განიხილებოდა თავდასხმა სინაგოგებსა და ეკლესიებზე, ასევე პოლიციის განყოფილებებზე.
თავდასხმის სავარაუდო სამიზნედ სახელდებოდა ქალაქები დორტმუნდი, დიუსელდორფი და კიოლნი.