თუ საპასუხო ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება - ირანის გენშტაბის უფროსი
ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი სარდარ ბაგერი აშშ–სა და ისრაელს აფრთხილებს.
მისი თქმით, ირანმა შეერთებულ შტატებს შეტყობინება შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაუგზავნა და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თუ ის ითანამშრომლებს ისრაელთან მათ შესაძლო შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, ამერიკული ბაზების უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.
როგორც მან აღნიშნა, "ამჟამად ოპერაცია დასრულებულია, მაგრამ ირანის შეიარაღებული ძალები რჩებიან მაღალ მზადყოფნაში და მზად არიან, იმოქმედონ საჭიროების შემთხვევაში".
"თუ სიონისტური რეჟიმი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ბაგერიმ.