თეგებით ძიება
14. 04. 2024 მსოფლიო

ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების შესახებ მეზობლებს 72 საათით ადრე - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანი აცხადებს, რომ რეგიონში მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების შესახებ 72 საათით ადრე შეატყობინა.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

„ჩვენს ოპერაციებამდე დაახლოებით 72 საათით ადრე ვაცნობეთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს რეგიონში, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იქნებოდა მკაფიო, ლეგიტიმური და შეუქცევადი“, – განაცხადა ამირაბდოლაჰიანმა პრესკონფერენციაზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა