გაეროში, ირანის ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ისრაელმა საბჭოს სთხოვა, დაეგმო ირანის თავდასხმა და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა.
საბჭოს სხდომა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნა და შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი "ზღვარზეა".
"რეგიონში მცხოვრები ხალხი დამანგრეველი, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის რეალური საფრთხის წინაშე დგას... ახლა არის განმუხტვის და დეესკალაციის დრო, ახლა მაქსიმალური თავშეკავების დროა..." - განაცხადა გუტერეშმა.