უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ Shahed-ის ტიპის 9 დრონი გაუშვეს, თუმცა ცხრავე დრონი საჰაერო ძალებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინას დროებით ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის 9 დრონით შეუტიეს.
უკრაინელმა სამხედროებმა დრონები 6 ოლქში: ხერსონის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, პოლტავას, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.