თეგებით ძიება
16. 04. 2024 მსოფლიო

კონგრესის სპიკერმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის სხვადასხვა კანონპროექტები წარადგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, პალატა უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებისთვის და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტებისთვის ოთხ ცალკეულ კანონპროექტს წარადგენს.

მისი პროგნოზით, პალატა კანონპროექტებს პარასკევს უყრის კენჭს.

„მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მკვეთრი მოვლენები, რომლებსაც ყველა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, რათა დაინახოს, როგორ ვრეაგირებთ“, - აღნიშნა ჯონსონმა.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ კანონპროექტებს კენჭი ერთადაც უყარონ.

„განვიხილავთ, გაერთიანდება თუ არა ისინი ერთ პაკეტში, რომელიც გაიგზავნება სენატში, თუ ის როგორც ინდივიდუალური ზომები, ისე განიხილება. მე, პირადად, უპირატესობას ვანიჭებ ამის ინდივიდუალურად გაკეთებას, მაგრამ საშუალებას მივცემთ ორგანოს, რომ გადაწყვიტოს,” - აღნიშნა ჯონსონმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა