თეგებით ძიება

„სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­ნი­ე­რი ძა­ლე­ბი ჯერ ვერ ახერ­ხე­ბენ აჯო­ბონ რა­დი­კა­ლებს, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას“ - თინა კანდელაკი

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბი იბ­რძოდ­ნენ, იბ­რძვი­ან და იბ­რძო­ლე­ბენ. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ სცემ­დნენ ერ­თმა­ნეთს 1999, 2005, 2015 წლებ­ში და ახ­ლაც აგ­რძე­ლე­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ამ ბრძო­ლას მხო­ლოდ ერ­თის­კენ მივ­ყა­ვართ: სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხუ­თი­დან სამ მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­და, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ვალი ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ორ­მაგ­და - ოთხი­დან რვა მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე.

ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. სამ­წუ­ხა­როდ, მე­გობ­რე­ბო, სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­ნი­ე­რი ძა­ლე­ბი ჯერ ვერ ახერ­ხე­ბენ რომ აჯო­ბონ რა­დი­კა­ლებს, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ყვე­ლა ქარ­თვე­ლის და პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა