თეგებით ძიება

თბილისის რომელ უბნებში გაიზარდა და შემცირდა ბინების ფასი

2025 წლის თებერვალში თბილისში 3 185 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წლიურად 5%-ით შემცირებაა. კერძოდ, გასული წლის თებერვალში თბილისში 3 358 ბინა იყო გაყიდული. ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია მოცემული.

კვლევის ავტორების ცნობითვე, მცირედით - 1%-ით გაიზარდა ფასები და 2025 წლის თებერვალში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 222 დოლარს გაუტოლდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის თებერვალში 1 202 დოლარი იყო.

კვლევაში მოცემულია მონაცემები თუ რა ღირდა უძრავი ქონება (1.კვ.მ.) 2025 წლის თებერვალში და როგორ შეიცვალა ფასები წლიურ ჭრილში თბილისის სხვადასხვა უბანში.

მთაწმინდა - 1 კვ. მეტრის ფასი 2000 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 6%-ით;

ვაკე - 1 კვ. მეტრის ფასი 1902 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 7%-ით;

საბურთალო - 1 კვ. მეტრის ფასი 1454 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 3%-ით;

ჩუღურეთი - 1 კვ. მეტრის ფასი 1326 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 6%-ით;

კრწანისი - 1 კვ. მეტრის ფასი 1280 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 5%-ით;

დიდუბე - 1 კვ. მეტრის ფასი 1197 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 2%-ით;

ისანი - 1 კვ. მეტრის ფასი 1130 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 3%-ით;

დიდი დიღომი - 1 კვ. მეტრის ფასი 1060 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 4%-ით;

გლდანი - 1 კვ. მეტრის ფასი 1054 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 2%-ით;

ნაძალადევი - 1 კვ. მეტრის ფასი 1044 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 1%-ით;

სამგორი - 1 კვ. მეტრის ფასი 965 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 2%-ით.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა