რომელ სამუშაოებზე ატარებენ ყველაზე მეტ დროს დასაქმებულები საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოში სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით ნამუშევარი საათების ინდექსი გამოაქვეყნა. მონაცემები 2024 წლის მე-4 კვარტალს მოიცავს.
„საქსტატის“ ცნობით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მე-4 კვარტალში, სამუშაოს ხანგრძლივობის წლიური ზრდა სხვადასხვა დარგების მიხედვით ასეთია:
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 100.1%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 73.7%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
ავტომობილებით და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და მათი რემონტი - 50.4%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - 41%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
MIG ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, რომელიც აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება, ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება, სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობის, ბიჟუტერიის და მათთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება - 40.8%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 39.8%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 38.4%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - 35.1%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 32.8%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა.