თებერვალში მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს - თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის თებერვლის მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2025 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს.
რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 9%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯმა კი ერთ ტრანზაქციაზე 93 ლარი შეადგინა.
თიბისი ბანკის არხებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 48%-ით გაიზარდა არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, ხოლო საშუალო ტრანზაქციის ზომამ 2020 ლარს მიაღწია.
დოკუმენტში ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 48%-იანი ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.
წყარო: bm.ge