თეგებით ძიება

საქართველოში EU-ს დაფინანსება არის გაუმჭვირვალე - შალვა პაპუაშვილი

"გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ხალხმა არ წაიკითხოს კანონპროექტი და იყვნენ ინფორმაციის გარეშე, სწორედ ამიტომ ხევენ პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის დატანილი - კანონპროექტის ლინკი.

„როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ის შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც სწორედაც რომ საწინააღმდეგოა ევროპული ღირებულებებისა. სამწუხაროდ, 1 წლის განმავლობაში მე პირადად, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების საქართველოში, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომ გვიწევს კანონის მიღება. პრობლემაა შემდეგში, რომ სინამდვილეში არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა და არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ რადიკალური ოპოზიცია რასაც აკეთებს, ხევს პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის მითითებული - ლინკი კანონპროექტის. არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი, უნდათ ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ჟოზეფ ბორელის განცხადების შესახებ, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება „გამჭვირვალობის კანონის“ გამო გააკრიტიკა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ბორელს ეს კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა