სარეკლამო კომპანია „ლიმონში” პოლიცია შევიდა - ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.
მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება.