თეგებით ძიება

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი სავარაუდოდ დააკავეს - ჩხრეკენ მის სახლსაც

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრი წერს, ჩხრეკა მიმდინარეობს ოკმელაშვილის სახლშიც. ის ვარაუდობს, რომ საპოლიციო მოქმედებები ანტირუსულ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება: 

"ჩემი სიძე გიორგი ოკმელაშვილი აიყვანეს. ახლა მის სამსახურში და სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ვნახოთ რას გვედავებიან, აქციაზე ჯანსაღი აზრის და პროტესტის გამოხატვის გარდა !!! 

ყველასთან მოვლენ სავარაუდოდ! 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შევეხმიანეთ", - წერს გიორგი ჩხეიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა