თეგებით ძიება

„ხელისუფლების რეიტინგი ამ კანონის რეინიცირებამდე შესანიშნავი იყო, თუმცა ბოლო მოვლენებით მათ უამრავი მომხრე დაკარგეს. როგორც ჩანს არცერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა პარლამენტში“

„ხელისუფლების რეიტინგი ამ კანონის რეინიცირებამდე შესანიშნავი იყო, თუმცა ბოლო მოვლენებით მათ უამრავი მომხრე დაკარგეს. როგორც ჩანს არცერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა პარლამენტში“ - საინფორმაციო სააგენტო Tia.ge პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

„საქართველოს მთავრობა არაფერს არ აკეთებს ძალადობრივი ფაქტების გამოძიებისთვის, ვერ ვხედავთ მკაფიო დაგმობას ძალადობის. არაფერს აკეთებს მისი პრევენციისთვის. როგორც ჩანს საქმე გვაქვს, ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალმომრეობასთან. ამის მიზანი შეიძლება იყოს აქციებში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებისთვის მესიჯის გაგზავნა: სად უშვებთ თქვენს შვილებს?! შეიძლება სახლში უსაფრთხოდ ვეღარ დაბრუნდნენ... ასევე მეორე მიზეზიც, ხელისუფლება იწვევს ქაოსს, რადგან შემდეგ გახდეს წესრიგის მოთხოვნილება. რათქმაუნდა ამ ქვეყანაში ლაჩარი არავინაა, არსებობს სოციალური ქსელები და გვაქვს ღია საზოგადოება, ამ ძალადობაზე ხალხს ექნება რეაგირება და არ დაახშობს პროტესტს, პირიქით - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

„ხელისუფლების რეიტინგი ამ კანონის რეინიცირებამდე შესანიშნავი იყო, თუმცა ბოლო მოვლენებით მათ უამრავი მომხრე დაკარგეს. როგორც ჩანს არცერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა პარლამენტში. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რადგან ქართულ ოცნებას ძალიან დიდი რესურსი აქვს. აუცილებელია ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, რათა დიქტატურა ავიცილოთ თავიდან. ყველა ავტორიტარიზმი ასე იწყება და შემდეგ მასობრივი რეპრესიული პოლიტიკით გრძელდება. ამას მივყავართ დიქტატურისკენ. ხელისუფლებას ძლიან ღრმად აქვს შეტოპილი. მიმდინარე მძლავრ საპროტესტო ტალღას ლიდერები არ ჰყავს და პოლირიკური გავლენებისგან თავისუფალია, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს არჩევნებზე ვერავინ შეძლოს უმრავლესობის მიღება.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა