თეგებით ძიება

"ინგა მრავალშვილიანი დედა იყო... წვალებით გაზარდა შვილები. ბავშვები ერთმანეთის პატრონები იყვნენ" - რას ჰყვებიან რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე?

რუს­თავ­ში მოკ­ლუ­ლი დედა-შვი­ლის ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. მკვლე­ლო­ბა დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, სკვერ­ში დღეს იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე დე­დას­თან - ინგა ბე­გაშ­ვილ­თან და შვილ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას პირ­ვე­ლე­ბი რუს­თა­ვის და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­თა თქმი­თაც, 5 გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს და ორი ცხე­და­რი ნა­ხეს. მა­თი­ვე თქმით, დამ­ნა­შა­ვეს გაქ­ცე­ვა არ უც­დია და პო­ლი­ცი­ამ ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კი მან თა­ვად და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში.

30 წლამ­დე მა­მა­კაც­მა ცოლი და სი­დედ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ხო­ცა.

გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე მათი ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლი "პა­ლიტ­რა ვი­დე­ოს­თან" შემ­დეგს ჰყვე­ბა:

"ინგა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა იყო, ადრე ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ შემ­დეგ მთავ­რო­ბამ რო­გორ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­და­იყ­ვა­ნა და სხვა­გან შე­ა­სახ­ლა. მა­რი­ა­მის გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი ამ ზა­ფხულს გა­ვი­გე მისი დის­გან, რო­მე­ლიც გა­სა­თხო­ვა­რია. მა­რი­ა­მის ქმრის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი. ინ­გამ მარ­ტომ, წვა­ლე­ბით გა­ზარ­და შვი­ლე­ბი, ბავ­შვებ­ზე ცუდი არას­დროს არა­ფე­რი გა­მი­გია. ბი­ჭე­ბიც ჰყავს და გო­გო­ნე­ბიც, ეს ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ. კარ­გი შვი­ლე­ბი გა­ზარ­და. ვერ იყო ეს ბიჭი ჯან­მრთე­ლად, ალ­ბათ, თო­რემ ეს რო­გორ უნდა ჩა­ე­დი­ნა, არ ვიცი".

გა­მო­ძი­ე­ბა შსს-მ სსკ-ის 109-ე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა