თეგებით ძიება

სასამართლომ გზის გადაკეტვის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ბრალდებულს 5 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა გრძელდება. საუბარია გზის გადაკეტვის ეპიზოდებზე.

დღეს 11 პირის სასამართლო პროცესი დაიგეგმა. 5000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა ერთ-ერთ ბრალდებულს გიორგი დუმბაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 24 აპრილის აქციაზე გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავება.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ წესის დარღვევასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დიაროვი. მისი განცხადებით, ეს საზოგადოების დაშინებისა და პროტესტის მუხტის ჩახშობის მცდელობაა.

"ჩემს გარდა, ჩვენი რამდენიმე მეგობარი დაიბარეს. როგორც გადმოცემით ვიცი, საქმე უნდა ეხებოდეს პარლამენტის პიკეტირებასა და რაღაც გზების გადაკეტვას. ეს არის მოსახლეობის დაშინება და ამ საპროტესტო მუხტის როგორმე ჩახშობა", - განაცხადა ლაშა დიაროვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა