თეგებით ძიება

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმეზე გიგა მაქარაშვილი გამოიკითხა

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, გიგა მაქარაშვილმა თქვა, რომ სამართალდამცველებმა გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს, თუმცა დაადასტურა, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაიბარეს და ის საქმეში დაზარალებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას, ასევე საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა