გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.
"მადლობა, ყოჩაღ, ბრავო. ეს ხართ. არა უშავს, ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს არ უზამს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა. ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ეროვნული ერთობა,რომელიც დღეს არის, თქვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ წააქცევთ", - მიმართა გიორგი ვაშაძემ ირმა ზავრადაშვილს და ქართული ოცნების დეპუტატებს.
ფოტო: მთავარი არხი