„ღმერთო მადლობა რომ ამ „პარლამენტში“ ერთი დღე არ გამიტარებია.. არცერთი ჩემი გაღიმებული ფოტო არ დარჩება ისტორიას ამ უსინდისო მოღალატეებთან ერთად“ - ზურა ჯაფარიძე
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„ღმერთო თუ ბედო თუ განგებავ თუ რაც არსებობ, მადლობა რომ ამ „პარლამენტში“ 1 დღე არ გამიტარებია.
1 თეთრი არ ამიღია იქ „მუშაობისთვის“ რომელიმე რუსი „სპიკერის“ ბრძანებით.
არცერთ „მივლინებაში“ არ ვყოფილვარ **** ერთად.
არცერთი ჩემი გაღიმებული ფოტო არ დარჩება ისტორიას ამ უსინდისო მოღალატეებთან ერთად.
არც ერთხელ ხელი არ ჩამიმირთმევია ამ მონებისთვის და კორიდორებში გამარჯობის თქმა არ მიწევდა ****.
5 თვე უნდა გავიხეთ შუაზე და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ისტორიული სირცხვილი.
5 თვე არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე.
ეს ქვეყანა არ გარუსდება!
2030-ში ევროკავშირში!“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.