2014 წლიდან უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად სულ მცირე 790 ბავშვი დაიღუპა
2014 წლიდან უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად სულ მცირე 790 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
"2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად სულ მცირე 790 ბავშვი დაიღუპა. ეს არის 790 მოკლული უდანაშაულო ბავშვი და განადგურებული ოჯახი“, - აცხადებს ლუბინეცი.
ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი ტრაგედია უკრაინელი ხალხის გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა და მსოფლიომ უნდა უპასუხოს ბავშვების მკვლელობებს და იმოქმედოს რუსეთის დასასჯელად, რათა მორიგი მსხვერპლი თავიდან აიცილოს.