თეგებით ძიება

"თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: "ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა" - ბექა ოდიშარია

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ მოს­მე­ნას [კონ­გრეს­ში] და შემ­დეგ დი­ლამ­დე ყურ­ში ჩა­მეს­მო­და: „ჰა, შენ კიკუ, თუ­მა­ნი და გა­ი­ხა­დე“ და გა­ი­ხა­დეს ამ სულ­გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც კვლავ ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას , - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ მოს­მე­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ უნდა და­ე­ლო­დოს, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლას და თუ ის ქვე­ყა­ნას და­აქ­ცევს, მა­შინ „და­ა­სან­ქცი­რონ ან დახ­ვრი­ტონ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

„კონ­გრეს­მე­ნებს მინ­და ვაც­ნო­ბო, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფრუსტრი­რე­ბუ­ლია, რად­გან გუ­შინ­დე­ლი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვერ იქნა შეს­მე­ნი­ლი ვერ­ცერ­თი მე­გობ­რუ­ლი რჩე­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სა­ხე­ლით, რად­გან აჩ­ვე­ნა, რო­გორ ყი­დი­ან სულს „ენ­ჯე­ო­ე­ბი“ რის შე­სა­ხე­ბაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ცნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს იყო პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ მოს­მე­ნას და შემ­დეგ დი­ლამ­დე ყურ­ში ჩა­მეს­მო­და „ჰა, შენ კიკუ, თუ­მა­ნი და გა­ი­ხა­დე“ და გა­ი­ხა­დეს ამ სულ­გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც კვლავ ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას. სად არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მო­რა­ლი, რო­დე­საც ითხოვ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კა­ნონს იღებს, და­ა­სან­ქცი­რო? შემ­დეგ - სად გა­გო­ნი­ლა ავან­სად და­სან­ქცი­რე­ბა? თქვე კაი ხალ­ხო, თუ გა­ვარ­დნი­ლი თო­ფი­ვით არ გე­ში­ნი­ათ ამ კა­ნო­ნის, აცა­დეთ ძა­ლა­ში შეს­ვლა, იქ­ნებ და აშე­ნებს ქვე­ყა­ნას? თუ აქ­ცევს სა­ქარ­თვე­ლოს და დე­მოკ­რა­ტი­ას და მარ­თლაც უკუს­ვლას იწ­ვევს, მა­შინ გნე­ბავთ დაგ­ვა­სან­ქცი­რეთ, გნე­ბავთ დაგ­ვხვრი­ტეთ“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ამას­თან, ოდი­შა­რი­ას მი­მარ­თავს კონ­გრეს­მე­ნებს და ამ­ბობს, რომ მათი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, პირ­ველ რიგ­ში, აშშ-ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის დაც­ვაა.

„მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს ამე­რი­კელ მე­გობ­რებს, ძვირ­ფას კონ­გრეს­მე­ნებს - თქვე­ნი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­იც­ვათ პირ­ველ რიგ­ში აშშ-ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, თქვენ კი ცდი­ლობთ ჩვენ­თან დე­მოკ­რა­ტია და­იც­ვათ. მა­შინ მივ­მარ­თავ ამე­რი­კის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლებს - ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ვცდი­ლობთ და­ვიც­ვათ თქვე­ნი შრო­მით და ოფ­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფული, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დო­ნო­რის მხრი­დან „გამჭვირ­ვა­ლედ“ მი­ე­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე „ენ­ჯე­ო­ებ­ში“, სა­დაც იხვრე­ბა ისე, რო­გორც ბე­ღელ­ში ხრა­ვენ ხორ­ბალს ვირ­თხე­ბი. ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას თქვე­ნი გა­და­სა­ხა­დით შექ­მნი­ლი დოვ­ლა­თის დაც­ვა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ­ღაც ახერ­ხე­ბენ და ერე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

მთე­ლი ღამე მეს­მო­და უკ­ვდა­ვი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის დიდი რო­მა­ნის, დათა თუ­თაშ­ხი­ას მძი­მე მო­მენ­ტი, სა­დაც გმი­რი მე­ო­რე პერ­სო­ნაჟს ეუბ­ნე­ბა, „კიკუ - გა­ი­ხა­დე“, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის იხ­დის. კი­კუმ გა­ცი­ლე­ბით დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია იმ ვაჟ­ბა­ტო­ნებს, ვიდ­რე ამ ვაჟ­ბა­ტო­ნებ­მა და ქალ­ბა­ტო­ნებ­მა სამ­შობ­ლოს ღა­ლატს“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ და დას­ძი­ნა:

"ვე­უბ­ნე­ბი სა­ბა­ნა­ძეს - ჩვენ რომ გვექ­ლე­სე­ბო­და, მა­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვილს ექ­ლე­სე­ბო­და, ახლა კი გა­ხა­რი­ას ექ­ლე­სე­ბა, ასე­თი ნა­ძი­რა­ლე­ბის ხელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მე­ცო­და და ჰი­პო­თე­ტუ­რად მო­ვი­თხოვ­დი, რომ ერთი დღით მა­ინც გა­მო­უშ­ვან, ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძეს ჩა­ა­ხე­დონ თვა­ლებ­ში".

ოდი­შა­რი­ამ ასე­ვე ახ­სე­ნა კონ­გრეს­ში ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის” ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რის, ვანო ჩხიკ­ვა­ძის გა­მოს­ვლაც.

მისი თქმით, თუ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა უკუს­ვლა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აგე­ბი­ნებს პა­სუხს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, სხვა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი მათ უნდა აგონ, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­მებს ცილს.

„ეს ნა­ძი­რა­ლა, მე­ო­რე ფი­ნია [ვანო ჩხიკ­ვა­ძე], სო­რო­სის ხე­ლის გუ­ლი­დან ნა­საზ­რდო­ე­ბი, გო­ჭუ­ნია, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და თა­ვის გა­მო­ჩე­ნას, სამ­შობ­ლოს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­ბე­ზღე­ბას, რათა არ შე­უ­წყდეს ეს ბე­ჩა­ვი, მწა­რე საზ­რდო, რო­მე­ლიც მას და მის ოჯახს ად­გას. ჩვენ კი ამ­დე­ნი თვეა ვირ­ჯე­ბით, შე­უ­რა­ცხყო­ფას ვი­ტანთ და ვი­თხოვთ მხო­ლოდ ერთს: გვა­ცა­დეთ, რომ ვნა­ხოთ კა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში. რა არის ამა­ში გა­უ­გე­ბა­რი? თუ იქ­ნე­ბა უკუს­ვლა, თუ რა­ი­მე­თი და­ა­ზი­ა­ნებს ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს, ჩვენ თვი­თონ მო­ვი­თხოვთ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა პა­სუ­ხი გვა­გე­ბი­ნოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ვინც ცილს გვწა­მებს, მათ უნდა აგონ უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, რად­გან ამ­დე­ნი ხანი უშ­ლი­ან ნერ­ვებს, თვი­თონ კი­დევ და­სი­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თვი­თონ მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ერთი ელ­ჩო­ბი­სას, მე­ო­რე სო­რო­სის ფონ­დის აგენ­ტო­ბი­სას“,- გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა