ვერაზე 1კგ. ბალი 25 ლარი ღირდა.. რამდენი უნდა გახდეს, რომ მიწას დავუბრუნდეთ - რას წერს ზურა შევარდნაძე?
ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძიის დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვერაზე, ჩვეულებრივ, უბნის მაღაზიაში დღეს, 9 ივნისს 1კგ. ბალი 25 ლარი ღირდა, მეგონა მომეჩვენა.. კი გამოიყურებოდა საოცრად მარა 25 ლარი?
ნეტა რამდენი უნდა გახდეს, რომ მიწას დავუბრუნდეთ, დავრგათ და ხილი მაინც გვქონდეს ჩვენი და ყველასთვის ხელმისაწვდომი..“ - წერს ზურა შევარდნაძე.